LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც… როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან…“ – რა მიმართვას ავრცელებს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური დატოვა

211
დავით ჩხეიძე, საჯარო მოხელე

საჯარო მოხელემ, დავით ჩხეიძემ სამსახური დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უკვე ყოფილმა საჯარო მოხელემ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო უწყებაში, თავად ისაუბრა.

გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას დავით ჩხეიძე ამბობს, რომ დღეს დგას არჩევანის წინაშე, მოაწეროს ხელი საჯარო სამსახურში ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა ან დატოვოს. ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ ის დიპლომატიურ პასპორტის მფლობელია:

„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატული პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!“ – 3 საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს.

„23-24 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ. მიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. არასდროს არ ვყოფილვარ პარტიულად მიკერძოებული და ჩემი საქმიანობისას არასდროს არ მიხელმძღვანელია პარტიული შეხედულებებით. მე გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი რომ ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ბუნებრივად, ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნების შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე… გეტყვით ერთ მარტივ გამოწვევას, რომელიც ყველას აქვს, ვისაც უმუშავია სახელმწიფო სამსახურში.

ეს არის, ან დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, ზემდგომის სურვილს და ეს არის ყოველთვის კორუფციის წყარო, ჩაგვრის წყარო ადმინისტრაციულ სამსახურში, არასათანადო მოპყრობის წყარო, მათ შორის, სამსახურებრივი გულგრილობის წყარო ხშირ შემთხვევაში, ან მისდიო პროცედურას. მისდიო კანონს და კონსტიტუციას და იმოქმედო კონსტიტუციის ჩარჩოში, კანონის ჩარჩოში, იმოქმედო უფლებამოსილებების ჩარჩოში და არა ვიღაცის პიროვნული დავალებით. მისი შეხედულებით და ა. შ. დღეს ეს კანონმდებლობა მიდის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით, ადამიანს უქვემდებარებს ზემდგომს, რაც მთლიანად უგულებელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს. გარდა ამისა, შენზე პასუხისმგებლობას ანიჭებენ ზემდგომს, შესაბამისად, ჩემი დარჩენა და ხელმოწერა ამ სამსახურში გულისხმობს ჩემი ზემდგომის პასუხისმგებლობის დაყენებას, რისი უფლებაც, მე როგორც საჯარო მოხელეს არ გამაჩნია.

186-მდე გაიზარდა საგარეოს თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

186-მდე გაიზარდა საგარეოს თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს, რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე. როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც გამოვიდნენ და ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან, შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა როდემდე?

როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან და ამის შედეგად მოაღწია ჩემამდეც.

მე გამოვხატავდი სამოქალაქო პოზიციას აქტიურად. მე არ ვარ არც აქტივისტი, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ვთვლიდი, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო გამომეხატა სრულიად სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოზიცია. ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. ამავე დროს, ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიული მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავი ამ უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა.

მე ვფლობ დიპლომატიურ პასპორტს. ევროკავშირში გვაქვს სანქცია სამსახურებრივ პასპორტზე. მე აღარ ვარ სანდო და მისაღები ადამიანი ევროპელი პარტნიორებისთვის. დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე – დავთანხმდე ამ რეპრესიებს, თუ არ დავთანხმდე. მე ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე…“, – აცხადებს ჩხეიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g