აგვისტოს დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 47 წლის მსახიობს, ჯუდ ლოუს და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს, პირველი საერთო შვილი შეეძინათ. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ, ლოუ ჯიმი ფელონის შოუში იმყოფებოდა, მან მხოლოდ ერთხელ ახსენა შვილის შეძენის ფაქტი, მას არც ბავშვის სახელი გაუმხელია და არც სქესზე გაუმახვილებია ყურადღება.
მსახიობი შოუში სახლიდან ჩაერთო და თვითიზოლაციის შესახებაც ისაუბრა. „მე მებაღეობას მივყავი ხელი და კიდევ, მე-6 შვილი შემეძინა, ეს საოცრებაა“, – განაცხადა მსახიობმა.
„ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, კიდევ ერთი პატარა ძალიან მინდა, ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, პატარებთან ყოველთვის სახალისოა“, – განაცხადა წლის დასაწყისში ლოუმ.
შეგახსენებთ, ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი 2019 წელს დაქორწინდნენ. ლოუს ყოფილი მეუღლეებისგან ხუთი შვილი ჰყავს.