LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,როცა დაიჭირეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაგვწიწკნეს…ნამდვილი პატრიოტი ასე უნდა იქცეოდეს. უნდა ასულიყო წინა ხაზზე და მეტიც უნდა გაეკეთებინა“ – 21 წლის გიორგი მინდაძის დედა

188
2024-12-18_23-32-14_640411

21 წლის გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც შვილის შესახებ საუბრობს:

,,გიორგი შვილად არ ამიყვანია. მეზობელს უჭირდა, დავეხმარე გაზრდაში. წლის და რვა თვის შემოვიყვანე ოჯახში. ჩემმა მეუღლემ მონათლა. ახალგაზრდა დედა რომ გარდაეცვალა, არავინ დარჩა მომკითხველი, არც გიორგის უნდოდა ჩვენგან სადმე წასვლა და დარჩა.

როცა დაიჭირეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაგვწიწკნეს. საყვედურს არ ვიტყვი, პირიქით. დღეს საქართველოს ისე უჭირს, ნამდვილი პატრიოტი ასე უნდა იქცეოდეს. უნდა ასულიყო წინა ხაზზე და მეტიც უნდა გაეკეთებინა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, მეც იმავეს ვიზამდი“, – ამბობს ნანი წულაია.

ცნობისთვის, გიორგი მინდაძე სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g