LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა დედას დავემშვიდობე მითხრა, ცოცხალს ვეღარ მნახავო.. ემიგრაციაში წასვლას ვნანობ, რადგან დედას ის ვერ გავუკეთე ბოლომდე, რაც შვილს უნდა გაეკეთებინა“ – სოფია მეგრელიშვილის რთული გზა ემიგრაციაში

154
Untitled design (8)

გადაცემა „შენი დილა“ ქართველი ემიგრანტის სოფია მეგრელიშვილის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ემიგრაციის სირთულეებზე და დედასთან გამომშვიდობებაზე საუბრობს.

„როცა დედას დავემშვიდობე, ჭიშკართან გამოვიდა და ცოცხალს ვეღარ მნახავო.. 2008 წლის 1 იანვარს დაიღუპა. დამხმარე აყვანილი მყავდა, მე სხვის დედ-მამას ვუვლიდი და აქ დედაჩემს სხვა უვლიდა..

20 წელია, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები. 22 წლის წინ გავშორდი მეუღლეს, მყავს ერთი შვილი. ყოფილი მეუღლე სიმშვიდეს არ მაძლევდა და ჩვენი ცხოვრება ალბათ ცუდად დამთავრდებოდა. ვიყავი ძალადობის მსხვერპლი.

ჩემს შვილთან ერთად წავედი ემიგრაციაში და იქ დაიწყო ჩვენი გაცნობა.. მისთვისაც ძნელი იყო ახალი ცხოვრების დაწყება. ვეცადე, ყველაფერი მიმეცა მისთვის ცხოვრებაში, კარგი ადამიანი დამდგარიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენს შორის არის ზღვარი, რაღაც მიზეზების გამო.. ალბათ, მე ვერ ვპატიობ იმას, რაც მეც და საკუთარ თავსაც დაუშავა.. ამ ეტაპზე ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ ცოცხალია და ჯანმრთელია. ყველაფერი მივეცი ჩემს შვილს და ბოლოს ყველაფერი წავართვი. ასე გამოვიდა, რომ დავკარგე ჩემი შვილი..

ემიგრაციაში წასვლას ვნანობ, რადგან დედას ის ვერ გავუკეთე ბოლომდე, რაც შვილს უნდა გაეკეთებინა. იმას ვნანობ კიდევ, რომ ჩემს შვილს სიყვარული ვერ დავანახე და მისთვის მხოლოდ ეკონომიური მხარე ვიყავი. ამას ვნანობ.. “, – ამბობს სოფია მეგრელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები