ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბიჭის, ანდრია შაინიძის მშობლები ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ტრაგედიის დღეს იხსენებენ.
„გარეთ გავიხედე და დავინახე რომ ყველა გარბოდა. სანამ იქამდე მივედი, ალბათ გული ნაფლეთებად მექცა. მივედი და დავინახე ჩემი გაყინული შვილი, თითები აღარ მოძრაობდა.
როცა მითხრეს აღებინა, გულისცემა აქვსო, იმედი მომეცა, მეგონა ცოცხალი იყო. ვერ ვიჯერებდი რომ ცოცხალს ვერ ვნახავდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი.
ეგრევე ავიტაცე ხელში და წავიყვანე, თუმცა ვერ ვუშველე. კლინიკაში რომ მივედი, ვხვდებოდი რომ აღარ იყო, თუმცა იმედს არ ვკარგავდი“, – საუბრობენ ანდრიას მშობლები.
შეგახსენებთ, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.
საია: „ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია“