LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდისმე ისევ შევხვდებით რაჭაში… უსასრულოდ მიყვარხართ“ – მეგობარი გვანცა ბუბაშვილის კადრებს გვიზიარებს

2429
fot (2)

შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან და სამახსოვრო კადრებს გვიზიარებენ.

„ეს ჩვენ ვართ, ბედნიერები, ლაღები, სიცოცხლით სავსეები. მახსოვს, როგორ ველოდებოდით ზაფხულის დასრულებიდანვე მომდევნო ზაფხულის დაწყებას, როგორ ვლაპარაკობდით მთელი წელი რაჭაზე და რა მალე სრულდებოდა ზაფხულის პერიოდი. ეს ფოტოები და ვიდეოები იმის მეათასედი ნაწილიც კი არაა, რაც ჩემს არქივში ინახება…

მახსოვს, სულ ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ რაღაცებს ვიღებდი და ეს რაღაცებია ზუსტად მოგონებებად რომ შემოგვრჩა. ხშირად მითქვამს, ყველა ვიდეო რომ დამედო რეალური ხმით და მუსიკის დაუდებლად, ხალხს ალბათ, გიჟები ვეგონებით-თქო.

არასდროს მახსოვს რაჭაში ამ დროს ასეთი სიჩუმე, როგორიც ახლაა, დავდიოდით ერთად, რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მუსიკა, კოცონი, დალევა და ათას სისულელეზე სიცილი. ჩვენთან ვერასდროს მოიწყენდით, ვინც კი ვინმე სტუმრად ჩამოსულა, ისე შეგვიყვარებია აქაურობა და ეს სიტუაციები, შემდეგში კიდევ ბევრჯერ გვსტუმრებია ამის გამო.

ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ადგილმა რომელიც ასე უზომოდ გვიყვარს ყველას, წაგვართვა ადამიანები, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყვნენ. ხანდახან მგონია, ცუდ სიზმარში ვარ და მალე უნდა გამომეღვიძოს, მაგრამ რაც დღეები გადის, ეს მალეც არ დგება… ყოველთვის ჩვენს გულში იქნებით, რა დროც არ უნდა გავიდეს და ვიცი, „როდისმე ისევ შევხვდებით რაჭაში… უსასრულოდ მიყვარხართ“, – წერს თაკო გუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გვანცა ბუბაშვილის ცხედარი სახლში გუშინ გადაასვენეს.

„ვუსამძიმრებ ტკივილიან საქართველოს.. ის მოხდა, რისიც ასე მეშინოდა თავიდანვე.. გვანცა, მამიდა, მონატრებულ მამას ჩაეხუტები“ – შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

 

 

 

✨THIS IS US✨
ეს ჩვენ ვართ,ბედნიერები,ლაღები სიცოცხლით სავსეები?მახსოვს როგრ ველოდებოდით ზაფხულის დასრულებიდანვე მომდევნო ზაფხულის დაწყებას,როგორ ვლაპარაკობდით მთელი წელი რაჭაზე და რა მალე სრულდებოდა ზაფხულის პერიოდი?ეს ფოტოები და ვიდეოები იმის მეათასედი ნაწილიც კი არაა რაც ჩემს არქივში ინახება…მახსოვს სულლლ ტელეფონი მეჭირა ხელში სულლლლ რაღაცებს ვიღებდი და ეს რაღაცებია ზუსტად მოგონებებად რომ შემოგვრჩა?ხშირად მითქვამს ყველა ვიდეო რომ დამედო რეალური ხმით და მუსიკის დაუდებლად ხალხს ალბათ გიჟები ვეგონებითთქო?არასდროს მახსოვს რაჭაში ამ დროს ასეთი სიჩუმე როგორიც ახლაა,დავდიოდით ერთად რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო,მუსიკა,კოცონი,დალევა და ათას სისულელეზე სიცილი❤️‍?ჩვენთან ვერასდროს მოიწყენდით,ვინც კი ვინმე სტუმრად ჩამოსულა ისე შეგვიყვარებია აქაურობა და ეს სიტუაციები შემდეგში კიდევ ბევრჯერ გვსტუმრებია ამის გამო✨ყველაზე მტკივნეული ისაა,რომ ადგილმა რომელიც ასე უზომოდ გვიყვარს ყველას წაგვართვა ადამიანები,რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყვნენ?️?ხანდახან მგონია ცუდ სიზმარში ვარ და მალე უნდა გამომეღვიძოს,მაგრამ რაც დღეები გადის ეს მალეც არ დგება…?ყოველთვის ჩვენს გულში იქნებით რა დროც არ უნდა გავიდეს და ვიცი,როდესმე ისევ შევხვდებით რაჭაში❤️‍?უსასრულოდ მიყვარხართ♾️?

Posted by Tako Gutashvili on Friday, 25 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები