LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ასწავლიდნენ ედუარდ შევარდნაძეს ჰამბურგერის ჭამას „მაკდონალდსის“ პირველი ფილიალის გახსნაზე

589

სოციალურ ქსელში, The Eduard Shevardnadze Center-ის გვერდზე,   გავრცელდა კადრები, რომლებიც საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი ფილიალის გახსნას ასახავს. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. კადრების ბოლოს ჩანს, როგორ ასწავლიან მას ჰამბურგერის მირთმევას.

შეგახსენებთ, 1999 წლის 5 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში „მაკდონალდსი“ ცენტრალურ გამზირზე გამოჩნდა და ნახევარი საუკუნის წინ, ილინოისის შტატში გახსნილი მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტის დიზაინი კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

“მაკდონალდსის” ისტორია 1940-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც ძმებმა მაკდონალდებმა კალიფორნიაში ახალი ტიპის რესტორანი შექმნეს. გამორჩეული სერვისისა და სამზარეულოს თვალსაზრისით ეს იყო ახალი სიტყვა კვების ინდუსტრიაში, რომელმაც უმოკლეს დროში მომხმარებელთა დიდი სიყვარული მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g