LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაიკლო სამ თვეში 20 კილოგრამი თეკლე კუჭუხიძემ: „არ ვიცი, საიდან მოვძებნე ძალა, რომ ბრძოლა დამეწყო, მაგრამ დღეს მეამაყება ჩემი თავი!..“

820
თეკლე

თეკლე კუჭუხიძემ სოციალურ ქსელში სამოტივაციო ვიდეო და წერილი გამოაქვეყნა მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის:

„ზუსტად 3 თვე გავიდა რაც ჭარბ წონასთან ბრძოლა დავიწყე, და დღეს -20 კილოთი ნაკლები ვარ. არასდროს მქონდა ჩემი თავის იმედი, ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი გამოვიდოდა ამ საქმიდან. არ ვიცი, საიდან მოვძებნე ძალა, რომ ბრძოლა დამეწყო, მაგრამ დღეს მეამაყება ჩემი თავი! ამ ვიდეოში 3-თვიანი ბრძოლის მნიშვნელოვანი მომენტებია თავმოყრილი. ეს გზა ნამდვილად არ იყო იოლი, იყო ბევრი ტკივილი, ცრემლი, გათენებული ღამეები. მიუღწეველი არაფერია, თუ გულით გსურს. ეს ვიდეოკოლაჟი ჩემი 3 თვიანი თავგადასავალია. ყველაზე რთული გზა ახლა იწყება, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც დავძლევ, შეუძლებელი ხომ არაფერია…“

„მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი ჭარბ წონას… -47 კგ ბარიატრიული ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, მიყვარს 5 მაისი, ჩემი მეორე დაბადების დღე” – ლიკა აფციაური

„ამას არ დავმალავ…“ – რას ჰყვება 31 წლის ქალი, რომელმაც 73 კილო დაიკლო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g