შესაძლებელია თუ არა თიაქრის დამარცხება ქირურგიული ჩარევის გარეშე და რომელი ვარჯიშები უწყობს ხელს ამ დაავადების პრევენციას?
საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
თელია ამბობს, რომ თიაქრის პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, ასევე მნიშვნელოვანია სახლის პირობებში შესასრულებელი ვარჯიშები.
თელიამ დეტალურად გააცნო მაყურებელს, ის ვარჯიშები, რაც სასურველია მალთაშუა თიაქარს პრევენციისთვის:
„თიაქრის გამწვავების ერთ-ერთი რისკი არის ყოველდღიური ცხოვრების არასწორი წესი.
მაგალითად, აუცილებელია ნივთების სწორად აღება, ან თუნდაც ბავშვის სწორად აყვანა.
აუცილებელია ნივთის აღების დროს მოხდეს კიდურების მოხრა – ამ შემთხვევაში კი ნაკლები დატვირთვა ხდება ხერხემლის კუნთებში“, – ამბობს თელია.
როგორ დავამარცხოთ თიაქარი ქირურგიული ჩარევის გარეშე🆘 როგორ დავამარცხოთ თიაქარი ქირურგიული ჩარევის გარეშე 💪🏼 სახლის პირობებში შესასრულებელი ვარჯიშები, რომელიც მალთაშუა თიაქარის პრევენციას შეუწყობს ხელს
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025