LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ გავხდეთ ენერგიულები? – მანანა მგალობლიშვილი 10 ძირითად პრინციპს გვიზიარებს: „ერიდეთ ურთიერთობას უარყოფითი ენერგიის მატარებელ ადამიანებთან, ეს ადამიანები სულ წუწუნებენ და ყველაფერში ცუდს ხედავენ, ისინი ყველას გვყავს გარშემო“

371
მანანა მგალობლიშვილი

რა გვაძლევს დადებით ენერგიას და როგორ გავხდეთ ენერგიულები? – ამისთვის ბევრი პირობაა საჭირო, თუმცა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედნიერებას და ამიტომ ბედნიერი განწყობის ძირითადი იარაღი ჩვენს ხელშია – ამის შესახებ რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი საუბრობს.

სპეციალისტი ადამიანებისთვის ენერგიულობის 10 ძირითად პრინციპს გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წარმატების და ბედნიერი განწყობის საწინდარია:

ჯანსაღი კვება

ფიზიკური აქტივობა

ძილი

წყალი (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია)

-აკონტროლეთ თქვენი ფიქრები (რადგან თუ გაქვთ ნეგატიური ფიქრები, ცუდად იგრძნობტ თავს და შესაბამისად არ გექნება ენერგია)

ერიდე ურთიერთობას უარყოფითი ენერგიის მატარებელ ადამიანებთან (ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნებენ და ველაფერში ცუდს ხედავენ, ასეთი ადამიანები კი ყველას გვყავს ახლობლებში.

დაიცავი ოქროს შუალედი (რადგან გადამეტებული არაფერი არ ვარგა, მათ შორის არც კვება არც ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ)

განვითარება – რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, იფიქრეთ განვითარებაზე

ურთიერთობა საყვარელ ადაიანებთან (მათთან კომუნიკაცია ჩვენ პოზიტიურ ენერგიას გვაძლევს)

მოეშვით სოციალური ქსელებსი სქროლვას დღე ან ღამე (გამოყავით ამისთვის მაქსიმუმ 2 საათი)

რა გვაძლევს დადებით ენერგიას და როგორ გავხდეთ ენერგიულები? ამისთვის ბევრი პირობაა საჭირო, თუმცა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედნიერებას და ამიტომ ბედნიერი განწყობის ძირითადი იარაღი ჩვენს ხელშია. გიზიარებთ ადამიანის ენერგიულობის 10 ძირითად პრინციპს, რომელიც ჩვენი წარმატების და ბედნიერი განწყობის საწინდარია. ❤️

Posted by Manana Mgaloblishvili on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g