LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორ ვიმოგზაუროთ 200 ლარად საბერძნეთში“ – მოგზაური სოსო ნებიერიძე საინტერესო რჩევებს გვიზიარებს

257
Untitled design (2)

მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, საკუთარ გამომწერებს საინტერესო და ბიუჯეტური მოგზაურობის შესახებ საინტერესო რჩევებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად მოგზაური აქვეყნებს ვიდეოს და გვიყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ – როგორ ვიმოგზაუროთ იაფად საბერძნეთის ქალაქ სალონიკში.

სალონიკში ვიზიტისთვის ბლოგერის სამოგზაურო ბიუჯეტი სულ 200 ლარი იყო.

როგორც სოსო ნებიერიძე აღნიშნავს, კონკრეტული ფრენისთვის მან ცალმხრივ ბილეთში 39 ლარი გადაიხადა, ორმხრივი ფრენის ღირებულება კი 78 ლარია.

ვიდეოში ასევე მიიღებთ რჩევას, როგორ გაემგზავროთ სალონიკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ, ამაში დაგეხმარებათ ავტობუსი, რომლითაც მგზავრობა სულ რაღაც 1 ევრო და 80 ცენტი ღირს.

სოსო ნებიერიძე ქალაქში ღამის გასათევად ბიუჯეტურ ჰოსტელს – „ზევსს“ გირჩევთ, სადაც ერთი ღამის გატარება 15 ევრო ღირს.

მოგზაური ინფორმაციას გვიზიარებს კვების ობიექტების შესახებაც – ვიდეოში ვრცლად ნახავთ, სალონიკში მოგზაურობის შემთხვევაში, სად შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი სამზარეულო თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში.

ამასთან, როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ტურის ფარგლებში შეძლებთ მოინახულოთ სხვადასხვა ტურისტული ატრაქცია, ეწვიოთ ალკიდიკის სანაპიროებს და ნახოთ მეტეორას სამონასტრო კომპლექსი.

 

მოგზაურობა საბერძნეთში 200 ლარად

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად | სალონიკი 200 ლარად

Posted by Soso Around The World on პარასკევი, 02 ივნისი, 2023

 

არც ნორვეგიაა და არც შვეიცარია – ეს აჭარაში ხდება 

მისტიკური მოვარდისფრო ტბა კახეთში და ელიას მთა – კიდევ ერთი სანახაობრივი ადგილი ტურისტებისთვის (ფოტოები) 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g