კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო უკვე „ინსტაგრამზეც“ ოფიციალური წყვილია. არტისტმა კანადის ექს-პრემიერ მინისტრთან ერთად ტოკიოში მოგზაურობისას გადაღებული კადრები გაგვიზიარა.
წყვილი ერთად „სელფებს“ იღებდა, სადილობდა და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა.
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.
კეტი პერიმ შეყვარებული მუსიკალურ ტურნეში წაიყვანა – წყვილი ტოკიოში გადაიღეს