LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ რალისტები საუკეთესო მძღოლები არიან (ვიდეო)

45

თუ ადამიანი ავტომობილის მართვას დიდ დროს დაუთმობს, სრულიად შესაძლებელია, რომ ადრე თუ გვიან ის ამ საქმის დიდოსტატი გახდეს. თუმცა, თუ რალისა და სპორტული ავტომობილის მართვას ერთმანეთს შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ რალის ავტომობილის მძღოლები, მართვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან.

ვიდეო, რომელსაც შემოგთავაზებთ ტიმ ონილის ავტომობილშია გადაღებული, ნათელია მაგალითია იმის, რაც ზემოთ ვახსენეთ. ტიმ ონილი ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელიც საავტომობილო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ახალი თაობის გაზრდით არის დაკავებული.

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი გახლავთ ის თუ რა სისწრაფით მართავს ონილი ავტომობილს თუმცა, გადაცემათა კოლოფი მეორე სიჩქარეშია… ასევე საყურადღებოა ისიც, რომ გზა, რომელსაც მრბოლელი გადის ხეებს შორისაა მოქცეული, ხოლო მძღოლი მას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და სისწრაფის მიუხედავად, იდეალურად მართავს ავტომობილს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები