LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რთული რეალობა იყო, მაგრამ ძალიან ტკბილად მახსენდება..“ – ნათია თოდუა აფხაზეთში გატარებულ დაუვიწყარ ახალ წლებზე და სამზადისი, რომლითაც ოჯახი ჯადოსნურ დღესასწაულთან შეხვედრისათვის ემზადება

159
Untitled design (1)

ნათია თოდუას ოჯახის ყველაზე პატარა წევრი – ჰუგო, ჯადოსნურ დღესასწაულთან შეხვედრისათვის ემზადება. გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრისას ნათია თოდუამ ბავშვობის ტკბილ მოგონებებზე და აფხაზეთში გატარებულ დაუვიწყარ ახალ წლებზე ისაუბრა.

„წლევანდელი წელი იქნება ყველაზე განსაკუთრებული, რადგან 2024 წელს ჰუგოსთან ერთად შევხვდებით.

ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის იყო და არის, ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული უმნიშვნელოვანესი დრო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის სიყვარული, რასაც იმწუთას უზიარებ შენს გვერდით მყოფ ადამიანს, გადასცემ შენს დადებით ემოციებს და აი ამ დიდი მუხტით ხვდები ახალ წელს.

ყველაზე მეტად, რაც აფხაზეთში ახალი წლის აღნიშვნას მახსენებს ტოტზე ასხმული ბამბით გაკეთებული სათამაშოები და ტკბილეულია, რომელსაც დედაჩემი საიდანღაც გამოიტანდა ხოლმე.. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რთული რეალობა, დღეს ძალიან ტკბილად მახსენდება და მენატრება.. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობა, სადაც არ უნდა გაატარო ძალიან ტკბილია“, – ამბობს ნათია თოდუა.

 

 

ნათია თოდუას ოჯახი: პატარა ჰუგო ჯადოსნურ დღესასწაულთან შეხვედრისათვის ემზადება

☃️?❄️? ვისთვის არის 2024 პირველი ახალი წელი?

?‍?‍??ნათია თოდუას ოჯახის ყველაზე პატარა წევრი – ჰუგო, ჯადოსნურ დღესასწაულთან შეხვედრისათვის ემზადება

???? მომღერლის ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან და აფხაზეთში გატარებული დაუვიწყარი ახალი წლები

✍️ ელენე მირიანაშვილის სიუჟეტი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Friday, December 29, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები