საბერძნეთში შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს რომ ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ, თანაც იმ სახით როგორიც ძველ დროში იყო.
ახალი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს. მათი დახმარებით პართენონის, აკროპოლისის და სხვა ლეგენდარული ადგილების ნახვა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, თანაც ისე თითქოს მომხმარებელი მათ წინ დგას.
ვირტუალური ექსპოზიციის შემქმნელები განსაკუთრებულად გამოარჩევენ ფერად ქანდაკებებს, რომლებიც ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან ადგილებში იდგნენ. ბერძნებს მათი სხვადასხვა ფერებში შეღებვა უყვარდათ, თუმცა დროის გასვლასთან ერთად საღებავი წაიშალა და სკულპტურებმაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვიზუალი მიიღეს.
აპლიკაცია უფასოა და როგორც ბერძნულ, ასევე ინგლისურ ენაზე მუშაობს.