LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, სადაც R932-ის დამზადების პროცესი დეტალურადაა ასახული

47

ნახეთ, თუ როგორ აწყობენ სედანის გადაცემათა კოლოფს. რუსულმა კომპანია „კატემ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც R932-ის დამზადების პროცესი დეტალურადაა ასახული. სიახლე პროექტ „კორტეჟისთვისაა“ განკუთვნილი და როგორც 9 დიაპაზონიან ტრანსმისიაზე გაკეთებული ნომრიდან ირკვევა გადაცემათა კოლოფი Aurus Senat-ისთვისაა განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ პროექტ „კორტეჟის“ ყველა ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა უზრუნველყოფილი და 4,4 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს 598 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

Senat-ის სედანის გარდა Aurus-ის საოჯახო მოდელებს შორის – საპრეზიდენტო ლიმუზინი, მინივენი „არსენალი“ და ასევე ყველგანმავალი „კომენდანტიცაა“ აღსანიშნავი.

ავტომობილების საჯარო დებიუტი სულ მალე, მოსკოვის საერთაშორისო ავტოსალონზე შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები