LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სადმე გინახავთ, რესტორნის მეპატრონე გამოსულიყოს და ემღეროს?“ – როგორ ხვდება თბილისის ერთ-ერთი ვინტაჟური კაფეს მეპატრონე სტუმრებს – ემოციური კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

1321
ზუტა ძიძიგური

სოციალური ქსელი თბილისში, ერთ-ერთ ღია კაფეში გადაღებულმა ემოციურმა ვიდეომ მოიცვა – კადრები ვერცხლის ქუჩა #52-ის იტალიურ ეზოში მდებარე ერთ-ერთ ვინტაჟურ კაფეში – Musa Tbilisi-შია გადაღებულია.

კაფეს მეპატრონე, ზუტა ძიძიგური აკომპანემენტის თანხლებით, სტუმრების წინაშე გამოდის და შესანიშანავად ასრულებს სიმღერას „O Sole Mio“.

ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზუტა ძიძიგურის და, მარიამ ჩაჩუა და წერს:

„ჩვენი ეზო, თბილისური, ეკო-მეგობრული, მყუდრო და თან ძალიან მხიარული. ბრავო ჩემს ძმას თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელმაც ჩვენი ბავშვობის მოგონებების ადგილი ვინტაჟურ კაფედ და ძველ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად აქცია“, – წერს მარიამ ჩაჩუა.

როგორც მარიამი „ფორტუნას“ უყვება, და-ძმა სწორედ ამ ეზოში გაიზარდა, გასულ წელს კი ზუტამ ეზო საკუთარი ხელით გადააკეთა და ვინტაჟურ კაფედ აქცია.

ზუტა ოპერის მომღერალია, მას მილანში, ვერდის კონსერვატორია აქვს დამთავრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g