თეონა დოლენჯაშვილმა შალვა რამიშვილთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მწერალმა აღნიშნა, რამიშვილს მხოლოდ ერთადერთხელ შეხვდა.
მისივე თქმით, შალვა რამიშვილი მას სოციალურ ქსელში უხამს რაღაცებს სწერდა.
„შალვა რამიშვილს ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია, წარმოუდგენელია არ ეგრძნო, როგორი მართლაც, სერიული მოძალადეა ის.
ერთადერთხელ მქონდა მასთან შეხვედრა, ეს იყო 2010 წელს, არანაირ ძალაუფლებას არ ფლობდა, რადიო „პალიტრაში“ დაგვპატიჟა, მე, დათო ტურაშვილი და თუ არ ვცდები რატი ამაღლობელი ვიყავით.
იქვე იყო მისგან წამოსული ძალიან უსიამოვნო სიგნალები…სახლში მისულს მწერს ძალიან უხამს რაღაცებს „ფეისბუქზე“ და რა თქმა უნდა იქვე დავბლოკე.
უკვე მაგ დრო „საბას“ ორგზის ლაურეატი ვიყავი, წარმოიდგინეთ როცა მე მიბედავს ამას.
რომ ვყოფილიყავი მის სამსახურში, ან კასტინგზე მივსულიყავი, ან მსურდეს მისგან სამსახური, რომ ყოფილიყო უკვე ძალაუფლების ეტაპზე, როდესაც ფლობს ტელევიზიას, შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი ვიქნებოდი.
მე ვფიქრობ, რომ მართლაც ასობით არის ასეთი ქალი,“- აღნიშნა თეონა დოლენჯაშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=qnHzDcp2AEw&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98LIVE