LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი გრძნობაა, როდესაც ადამიანი ყველანაირად შენს გვერდითაა. ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ – მარიამ შენგელია „იმედის“ გადაცემა „კულინარიულ დუელში“ რჩეულის შესახებ საუბრობს

1735
მარიამ შენგელია

გადაცემას „კულინარიული დუელი“ მომღერალი მარიამ შენგელია სტუმრობდა, სადაც თავის რჩეულზე ისაუბრა. როგორც მარიამი აცხადებს, მისი რჩეული გამგები ადამიანია, რომელიც ყოველთვის, ყველანაირად მის გვერდით არის.

მარიამ შენგელია საყვარელი მამაკაცის შესახებ: „ერთი წელი გავიარეთ და წარმოიდგინეთ, არც კი გვიჩხუბია…“

მარიამ შენგელიამ ერთი ნახვით შეყვარების დაიჯერა: „ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში კარგია, იცის, რა უნდა…“

„მე მყავს გვერდით ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით არის. საოცარი გრძნობაა, როდესაც ადამიანი ყველანაირად შენს გვერდითაა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მივხვდი, რომ ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს. ძალიან რთულია, როდესაც დილის 4 საათზე მიდიხარ სახლში, ფიზიკურად ვერ აქცევ ყურადღებას რამდენიც უნდა მიაქციო, მაგრამ ყველაფერს ისეთი გაგებით მოეკიდა… ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

2 ტური ზედიზედ აუტსაიდერებში ვიდექი, რომ ვუყურებდი ისე ნერვიულობდა, მე განვიცდიდი იმდენად ნერვიულობდა ჩემზე“, – ამბობს მარიამ შენგელია.

საქართველოს სახელით 2025 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მარიამ შენგელია იმღერებს. მარიამ შენგელია საქართველოს სიმღერით FREDOOM წარადგენს.

ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე სიმღერით Freedom

ვიდეო: „მარიამს წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ძლიერი სიმღერაა და მინდა, დიდ წარმატებას მიაღწიოს! ქართველებს კი მინდა მივმართო… ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება და წარმოდგენები გვაქვს მაგრამ…“ – ნუცა ბუზალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g