მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე ოჯახთან – მეუღლესთან და 3 ქალიშვილთან ერთად გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა.
ბექნუ ქაფიანიძეს, რომელიც ამავე დღეს იუბილარი იყო, ოჯახმა პირდაპირ ეთერში სიურპრიზი მოუწყო და დაბადების დღე სიმღერითა და ტორტით მიულოცა.
მსახიობმა, ნუცა ჯანელიძესთან ერთად პოპური შეასრულა და ლექსი წაიკითხა. ამასთან ოჯახზე ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.
„შვილები უფლის ყველაზე დიდი წყალობა, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამ ქვეყნად…
როდესაც სპექტაკლი მაქვს, რატომღაც არ მიყვარს თეატრში ახლობელი ადამიანების მიყვანა. რამდენიმე დღის წინ „თეთრი ბაირაღები“ გვქონდა – მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო, „პაკლონზე“ რომ გამოვედით, უცებ სცენაზე ამობრწყინდა, რომ დავინახე გამიხარდა, შემდეგ ბავშვები ამოლაგდნენ და რომ დავინახე, ჭკუიდან გადავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი“, – გაიხსენა ბექნუ ქაფიანიძემ.
„ბექნუ საოცარი მამაა, უკეთესი არ შეიძლება ჰყავდეს ადამიანს, ჩვენი მეგობარია“, – აღნიშნა ბექნუ ქაფიანიძის შვილმა.
🔵 ბექნუ ქაფიანიძის ოჯახი სტუმრად ,,პოსტალიონში” | 17.03.2025🔵 ბექნუ ქაფიანიძის ოჯახი სტუმრად ,,პოსტალიონში”
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ორშაბათი, 17 მარტი, 2025