LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველო, მიყვარხარ”- ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიაზე

557
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიის ფინალში- ნუცამ სიმღერა Firefighter შეასრულა.

წელს კონკურსზე საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code.

ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

🇬🇪❤️ „საქართველო, მიყვარხარ" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის ფინალში

🇬🇪❤️ „საქართველო, მიყვარხარ" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის ფინალში

Posted by პირველი არხი on შაბათი, 11 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები