LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოში მიაღწიო რაღაცას – ძალიან რთულია… ადამიანების ინტელექტუალური დონე იმდენად დაბალია, მანერა აქვთ ასეთი, რომ სხვას დასცინიან“ – დიზაინერი გოგა ნიქაბაძე

184
გოგა ნიქაბაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „ყავა ბათუმურად“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდს დიზაინერი გოგა ნიქაბაძე სტუმრობდა.

გოგა ნიქაბაძემ გადაცემაში განვლილ ცხოვრებაზე, საკუთარ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი აღნიშნა, რომ „საქართველოში მიაღწიო რაღაცას – არის ძალიან რთული“.

„საქართველოში მიაღწიო რაღაცას – არის ძალიან რთული… ადამიანების ინტელექტუალური დონე იმდენად დაბალია, მანერა აქვთ ასეთი, რომ დასცინიან სხვას. ჯერ ერთი, როგორ აქვთ ამის დრო, რომ დაწერო რაღაც სტატუსი, მით უმეტეს, ცუდი, თითქოს და ახარებენ თავის ჭიას, რომლებიც უხვად ჰყავთ სხეულში.

ძალიან ცუდი მომენტია ის, რომ დედამიწაზე აღარ აქვთ იმის უნარი, რომ შენი თავი ჩააყენო სხვის სიტუაციაში, ან კიდევ, გაიაზრო ის, რომ რა შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს გავლილი – ემოციური ფონი, ტრაგედია თუ წარუმატებლობა. ადამიანებს ამის ანალიზის უნარი რომ ჰქონდეთ, ალბათ უფრო ბევრ სიკეთეს გააკეთებდა ნებისმიერი ჩვენგანი“, – ამბობს გოგა ნიქაბაძე.

@ajarabroadcaster ადამიანებმა დაკარგეს თანაგრძნობის უნარი, ის ადამიანები დასცინიან სხვებს, ვინც არაფერს წარმოაგენენ და თავები ცარიელი აქვთ – გოგა ნიქაბაძე /დიზაინერი/ #ყავაბათუმურად #აგრესია #ემპათია #საზოგადოება ♬ original sound – აჭარის მაუწყებელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g