არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ფინალისტისმა და გამარჯვებულმა, მომღერალმა თათია კობალაძემ სოლო კონცერტი გამართა. რესტორანში „Veranda Acropoli“ მისულ სტუმრებს თათიამ საუკეთესო რეპერტუარით დაუვიწყარი საღამო შესთავაზა, რის შემდეგაც საკუთარ „ფეისბუკ“ სამადლობელი პოსტი განათავსა და მის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„აუ, ეს რა იყო
ემოციებით სავსე ვარ დღესაც და მგონი მთელი ცხოვრება გამყვება ეს ემოცია !♥️♥️♥️
ეს იყო სასწაული დღე ! ♥️
სრული ანშლაგი!⭐️
გადაავსეთ აკროპოლი ♥️⭐️
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს მივხვდი, ვინ არის ჩემი ნამდვილი მეგობარი !♥️
„მონაცემი“, როგორც ამბობს ქალბატონი მარინა, არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა, რაც არის ახლა“ - თათია კობალაძე მარინა ბერიძეს მადლობას უხდის
მომღერალი საკუთარ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მივხვდი, ვის უხარია ჩემი წარმატება, ისე როგორც თავისი
ყველას უდიდესი მადლობა რომ მოხვედით მეგობრებო ძალიან მიყვარხართ! ძალიან მინდა სათითაოდ გამოვხატო მადლიერება თქვენს მიმართ⭐️
ვერ ჩაიტევს ეს პოსტი ჩემს სიყვარულს თქვენს მიმართ ! არ დავიღლები მადლობის გადახდით არასოდეს! ♥️⭐️
ძალიან მალე შევხვდებით America ‘s Got Talent -ში
იმედია ჩემი ვარსკვლავიც იქ იბრწყინებს, სადაც ოცნებები სრულდება,“ – დაწერა მომღერალმა.
შეგახსენებთ, თათია კობალაძე მალე აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ამერიკულ „ნიჭიერში“ კასტინგზე წარდგენა. ონლაინ მან უკვე ყველა საჭირო შერჩევის ეტაპი გაიარა.
თათია კობალაძე ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოჩნდება: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“
ვიდეო: თათია კობალაძემ თურქულ „ვოისში“ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა
ცნობისთვის, ბოლო დღეებია სოციალური ქსელი მოიცვა მომღერლის თათია კობალაძის ვიდეომ, რომელშიც მისი პირველი გამოსვლაა ასახული „ჯეოსტარში“, სადაც მუსიკალური პროდიუსერისგან არასახარბიელო შეფასებები დაიმსახურა, შემდეგ კი ამავე ვიდეოში ყველა ის წარმატებაა ასახული, რასაც თათიამ წლების განმავლობაში მიაღწია.
საკითხს მომღერალი სოციალურ ქსელში არაერთი პოსტით გამოეხმაურა. ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში თათია კობალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას მარინა ბერიძეს.