ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტის, „მიმღერეს“ V სეზონის VIII ეპიზოდში, პროექტის მონაწილეებმა ხალხური სიმღერები ცნობილ ანსამბლებთან ერთად შეასრულეს.
პროექტის მონაწილემ, ლიზა ჩიჩუამ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად მეგრული სიმღერა „თეშ იღბალი“ შეასრულეს.
ლიზა ჩიჩუამ პროექტის სხვა მონაწილეებისგან და აუდიტორიისგან ამჯერადაც ოვაციები დაიმსახურა.
„ყველაფრით შემკული ულამაზესი ლიზა“, „ანსამბლი „ბასიანი“ ხომ უფლის საჩუქარია და ლიზა ხომ ბრილიანტივით გოგო იდგა და შესანიშნავად შეასრულა მეგრული სახუმარო – სცენას და ქართულ სიმღერას ძალიან უხდები“, „ეს გოგო დღესასწაულია“, „თეთრი გედი, ულამაზესი ლიზა“, „სასწაული კოლხური სილამაზე, სინაზე, უბრალოება და გულწრფელობა! შეუდარებელი ხარ ლიზა! გული გაათბე!“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ლიზა ჩიჩუა – თეშ იღბალიᲛᲘᲛᲦᲔᲠᲔ | თეშ იღბალი ლიზა ჩიჩუა და ანსამბლი „ბასიანი“ #მიმღერე V სეზონი 🎙️ VIII ეპიზოდი | ხალხური
Posted by მიმღერე on სამშაბათი, 01 ივლისი, 2025