თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ ნატო გელაშვილისა და „ჭოხოების“ მორიგი კონცერტი გაიმართა.
დედა-შვილის ტრიომ მსმენელს ტრადიციულად შესანიშნავი პერფორმანსი შესთავაზა.
ნატომ ვაჟებთან ერთად ცნობილი, ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა და მისი მთავარი გულშემატკივრისგან, შვილიშვილისგან ვარდიც დაიმსახურა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრი, როგორ ადის სცენაზე პატარა ლუკა ჭოხონელიძე, რათა ბებოს წითელი ვარდი მიართვას.