რა უნდა იცოდეს ბავშვმა და სჭირდება თუ არა მას წერა-კითხვის ცოდნა სკოლაში მისვლამდე? – ამ საკითხზე ისაუბრა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მასწავლებელმა, დაჩი ნანობაშვილმა.
ცნობილი პედაგოგი ამბობს, რომ წინააღმდეგია სკოლამდელ ასაკში ბავშვებმა წერა ისწავლონ.
დაჩი ნანობაშვილმა მშობლებს რეკომენდაციები გაუზიარა:
„ბაღიდან სკოლაში მისვლა, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე სახლიდან სკოლაში მისვლა. ის უნარები, რაც უნდა ჰქონდეს ბავშვს, დამოუკიდებლად შეეძლოს თავისი ნივთების შეგროვება, ჩალაგება და ასე შემდეგ ამას სწავლობენ ბაღში და ეს ძალიან კარგია.
რაც შეეხება თუ რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა სკოლაში შესვლამდე – მე ვეწინააღმდეგები, რომ მათ სკოლამდელ ასაკში ისწავლონ წერა.
თუ ეს ბავშვს თავად უნდა, არ უნდა ჩავახშოთ…
თუმცა კალმის დაჭერა ხელში, როცა მათი ფალანგები ჩამოსაყალიბებელია, ბავშვი იძაბება, ამიტომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ქვიშა ჩავყაროთ ყუთში და ბავშვმა თითით დაწეროს“, – ამბობს დაჩი ნანობაშვილი.