LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სერგეი შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენა პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ – რა კადრებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 

160
fot (5)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს კადრებს დასავლეთის ჯარების სამეთაურო პუნქტში. ეს შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენაა ამბოხის მცდელობის შემდეგ.

„რუსების სისხლს არ დავღვრი” – ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს

რუსეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, როდის განხორციელდა შოიგუს ვიზიტი.

მიხაილო პოდოლიაკი: „ხროვის დღეები დათვლილია“

მათი ინფორმაციით, შოიგუ უკრაინაში რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების მეთაურს გენერალ ევგენი ნიკიფოროვს შეხვდა და მოისმინა მოხსენება „შექმნილ ვითარებაზე, მტრის მოქმედებების ბუნებაზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებაზე“.

 

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარების მხარდაჭერის ორგანიზებას და პირადი შემადგენლობის უსაფრთხო განლაგებისთვის პირობების შექმნას.

კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებაზე: „ეს ზურგში დანაა.. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g