LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სერიალ ,,ბეჭდების მბრძანებელში” ნაცნობ პერსონაჟებსაც ვიხილავთ

120
lord-of-the-rings-e1610547648423-1280x720

მას შემდეგ, რაც ,,ამაზონმა” ჯონ ტოლკინის ლეგენდარულ ტრილოგიაზე დაყრდნობით სერიალის გადაღების დაწყების შესახებ გამოაცხადა, ფანები დიდი ინტერესით ელოდნენ უმცირეს დეტაკლებსაც კი. და აი, ისინიც – ,,ამაზონმა” სერიალთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები გაასაჯაროვა.  ცნობილი გახდა, რომ სერიალის მოქმედება ,,ჰობიტსა” და ,,ბეჭდების მბრძანებელში” მომხდარ მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე განვითარდება. შესაბამისად, სერიალი მოგვითხრობს შუამიწეთის მეორე ეპოქის ისტორიას.

ეპიკურ დრამაში იქნება ყველაფერი, რაც ფანებს ასე ძალიან უყვართ ტოლკინის შემოქმედებაში – მაყურებელი იხილავს სამეფოების შექმნას და დაცემას, გმირების ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, გამარჯვების იმედს და მთავარი ვილანის – საურონის დაბადებას, მის სვლას ძალაუფლებისაკენ და მისგან მომდინარე საშიშროების ზრდას…

,,მოქმედება დაიწყება მშვიდობიან ხანაში. როგორც ნაცნობ, ასევე ახალ გმირებთან ერთად ვიმოგზაურებთ ნისლიანი მთების სიღრმეებში, ელფების დედაქალაქის, ლინდონის ჯადოსნურ ტყეებში, საოცარ კუნძულოვან სამეფო ნუმენორში და სხვა საინტერესო, მნიშვნელოვან ადგილებში, სადაც მაყურებელი აქამდე არასოდეს ყოფილა”, – ვკითხულობთ სინოფსისში.

,,ამაზონმა” ,,ბეჭდების მბრძანებელზე” სატელევიზიო უფლებები 2017 წელს, 250 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. სერიალი, რომლის გადაღებაც გასულ წელს დაიწყო, მინიმუმ 5 სეზონს გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას სინტია ადაი რობინსონი, ჯოზეფ მოული, ლენი ჰენრი, პიტერ მალენი და მორფიდ კლარკი მიიღებენ.

სერიალის პირველი სეზონის პრემიერას “ამაზონი” 2021 წლის ბოლოს გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები