LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სერიოზულად ვემზადებით „ალილოს“ 25 წლის იუბილესთვის..“ – 15 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ჯგუფის კონცერტი გაიმართება

151
2470b300-653f-4143-bc55-9de37a0cd3f9

ჯგუფი „ალილო“ 25 წლის იუბილესთვის ემზადება, რომელიც რუსთაველის თეატრში 15 დეკემბერს გაიმართება.

ღონისძიებაზე სასაუბროდ „პირველ არხს“ ესტუმრა ჯგუფის წევრი ლაშა ღლონტი:

„სერიოზული მზადება მიმდინარეობს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტთან დაკავშირებით. რუსთაველის თეატრში გაიმართება 15 დეკემბერს. უფრო დიდი სივრცე, სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს, ვინაიდან ფილარმონია რემონტდება. ბევრი ახალი სიმღერა გვაქვს და ვერსია, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს. გაათმაგებულად ვშრომობთ, ბიჭების მონატრებულები არიან დიდ სცენაზე მაყურებელთან შეხვედრას. ცნობილი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერები აჟღერდება, ასევე „ალილოს“ კომპოზიციები, რომლებიც უყვარს მსმენელს.

სამწუხაროდ, ბევრი ახალი და კარგი სიმღერა არ იწერება, სულიერება დაიკარგა, სიყვარული დაგვაკლდა და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში… თუმცა არის გამონაკლისები, არიან ადამიანები, ვინვც დიდ სიყვარულს ატარებს და ამას სიმღერით გადმოსცემს. ჩვენ, „ალილოც“ და მეც ვცდილობთ, მომავალმა თაობამ იცოდეს სიმღერები, რომლებიც ჩვენს დროს პოპულარული იყო… „კახეთო“ ჩვენი შესრულებით, აჩიკო ბერიძის შესრულებით თავიდან შეიყვარა მსმენელმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g