LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ ჩემი უდიდესი საჩუქარი ხარ! მადლობა ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის და ჩვენი შვილისთვის“ – მარიამ მათიაშვილი და დათო თოფურია ქორწინების 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ

262
მარიამ მათიაშვილი

„სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე დათო თოფურია ქორწინების 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ მათიაშვილი სოციალურ ქსელში ქორწილის ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ დათოს გვერდით ცხოვრება უდიდესი ბედნიერებაა. მარიამი მადლობას უხდის თავის რჩეულს ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის და მათი სიყვარულის უდიდესი ნაყოფისთვის. 

„გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ – მარიამ მათიაშვილს მეუღლე დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება და დღითი დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შენ ჩემი უდიდესი საჩუქარი ხარ. მადლობა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ, რომ ჩემი ყველაზე დიდი იმედი და ძალა ხარ.

მადლობა ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის და ჩვენი შვილისთვის – სიყვარულის უდიდესი ნაყოფისთვის. შენს გვერდით ცხოვრება არის სიხარული, სიმშვიდე და სიყვარული, რომელიც ყოველდღე იზრდება.

უსაზღვროდ მიყვარხარ და მადლობა ღმერთს რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი ვისაც მინდა მთელი ჩემი დრო, ენერგია, ყურადღება სიყვარული, სითბო, თანადგომა მივუძღვნა დარჩენილი ცხოვრება“, – წერს მარიამ მათიაშვილი.

ფოტო: „ბირჟას ამაგრებენ თოფურიები“ – მარიამ მათიაშვილი ოჯახურ, თბილ კადრებს გვიზიარებს

„ეს არის ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი“ – მარიამ მათიაშვილი უსაყვარლესი ლეას ფოტოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g