LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ შექმენი განძი, რომელიც შეუფასებელია!“ – ნიკოლოზ წულუკიძე თეატრის შესახებ პროექტის გამო საჯარო კომპლიმენტებს იღებს

438
ნიკოლოზ წულუკიძე

„იმედის“ ეთერში გავიდა ნიკოლოზ წულუკიძის გახმაურებული პროექტი ქართული თეატრის შესახებ.

წულუკიძის ამ ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს პირადი „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავ მადლობას ეუბნებიან ამ პროექტის გამო:

„ენით აღუწერელი ისტორიები გულში  ჩამწვდომი სიღრმე, ასეთი თხრობა, მაყურებელთან  შერწყმული გადმოცემული საოცარი ემოცია…

დიახ, ჩვენ ის ხალხი და ის ჯიში ვართ, რომელიც ომში მტრის წინააღმდეგ – სიმღერითა და ცეკვით მიდიოდა…

ნიკოლოზ წულუკიძის „ქართული თეატრის ამბავი ანუ… “ ისტორიები, რომლებიც „გუგლში“ არ იძებნება…“

„ნანახმა ყველა შესაძლო მოლოდინს გადააჭარბა… არ არსებობს სიტყვა, რომელიც გამოხატავს იმ ემოციებს, რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში განიცდი: სევდა, სიამაყე,  აღფრთოვანება, სინანული, ბედნიერება, ნეტარება…მადლობა, ნიკოლოზ!..  შეუდარებელი ხარ! ესაა ამბავი, რომელსაც ყავლი არ გაუვა, არ დაძველდება! მეამაყება, ჩემიც რომ ხარ!“

„ვუსმენ „იმედს“ და ვფიქრობ, რა კარგია, რომ თანამედროვე საქართველოს შენ ჰყავხარ! ნიჭის ზეიმი ხარ!“

„შენ შექმენი განძი, რომელიც შეუფასებელია! გამიცოცხლე ყველა ემოცია, რაც თეატრალურ უნივერსიტეტში გავიარე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები