მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ახლახან გამომწერებს საახალწლო ფოტოსესია გაუზიარა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ინდირამ ბოლო პერიოდის განმავლობაში წონაში საგრძნობლად დაიკლო – იანვრიდან მოყოლებული, 16 კილოგრამი.
ამის შესახებ მან fortuna.ge-სთან მცირე ხნის წინ ისაუბრა და აღნიშნა:
შაქარი, ტკბილი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან. ვისწავლე ჯანსაღი პურის გამოცხობა სახლში, – ოსპით, წიწიბურით და ჰერკულესით, ცოტა ზეითუნის ზეთს დაამატებ და სანელებლებს, ასევე კვერცხის ცილას, რომ ცოტა ამოვიდეს. თავიდან ამ პურს მივირთმევდი, შემდეგ ესეც ამოვიღე რაციონიდან. არანაირ ცომს არ ვჭამ. ჩემი ორგანიზმი სანამ არ გამოშრება იმ ზომამდე და იმ წონამდე, რომლამდეც მინდა მისვლა, მანამდე არ მივირთმევ. კიდევ ექვსი კილოს დაკლება მინდა… რაციონში მაქვს ცილა, ბოსტნეული, ავოკადო… ავოკადო ძალიან კარგია ამ კუთხით, რადგან განაყრებს. იმედია, ამ ინტერვიუს შემდეგ არ გააძვირებენ (იცინის). ავოკადოს ძალიან ვემადლიერები. ვერ ვიტყვი, რომ სრულად სწორად ვიკვებები, გუშინდელი დღე ისე გავიდა, ყავაზე ვიყავი, მაგრამ დღეს ვჭამე თინუსი და „ხლებცი“. მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, ვიტყვი, რომ თავიდან დღეში სამ-ოთხჯერ ვჭამდი, რადგან პურს არ ვიღებდი და მალე მშივდებოდა. თავიდან სრულ დანაყრებამდე მივირთმევდი, სანამ მადა არ დამიქვეითდა. ახლა ისე აღარ მშივდება და თავსაც არ ვიკლავ…
„ძალიან ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის…“
„შეუდარებელი ხარ…“
„ლამაზი და ნიჭიერი, წარმატებები“, წერენ კომენტარებში.
ფოტოსესიის ავტორი: ანუკა აბაზაძე
