LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შევამჩნიე ახალგაზრდა ბიჭი, ლამაზი, ცისფერთვალება, რომელიც ზის და გაფაციცებით უყურებს ყველა რეპეტიციას… წლების შემდეგ ყველა თვლის, რომ ორგანული იყო მისი საუბრის მანერა, მაგრამ ეს იყო შექმნილი, ასე დავიწყეთ“ – როგორ დაიწყო ნიკო გომელაურისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის დიდი მეგობრობა?

177
ავთანდილ ვარსიმაშვილი

როგორ დაიწყო დიდი მეგობრობა? რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, ცნობილ ქართველ პოეტთან და მსახიობთან, გარდაცვლილ ნიკო გომელაურთან მეგობრობას იხსენებს. რეჟისორი ემოციურად ჰყვება, რომ ნიკო გომელაური მის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც სარდაფში „ჰამლეტი“ დადგა.

„შევამჩნიე ახალგაზრდა ბიჭი, ლამაზი ცისფერთვალება, სიმპათიური ბიჭი, რომელიც ზის და გაფაციცებით უყურებს ყველა რეპეტიციას. მაშინ ლექსებს ჯერ არ წერდა. ვკითხე გინდა თამაშითქო? კი, ძალიანო მიპასუხა. დავნიშნე დუბლიორად, თავიდან დაიბნა, ზოგს გაეცინა, ნიკოს ჰქონდა მეტყველების დეფექტი, მე დავიბარე სახლში და ვუთხარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს დეფექტი გავხადოთ მანერად. ახლა წლების შემდეგ ყველა თვლის, რომ ეს ორგანული იყო მისი ეს მანერა, მაგრამ ეს იყო შექმნილი, ასე დავიწყეთ“ – ჰყვება ვარსიმაშვილი.

ვარსიმაშვილის თქმით, მისთვის მსახიობის ნიჭიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთავარი და პირველადი, მაინც მათი პიროვნული თვისებებია და სწორედ ეს თვისებები ჰქონდა ნიკოს.

„ნიკო სვამდა, ისეთი მთვრალი მოვიდა სპექტაკლზე, რომ ძლივს გამოვაფხიზლეთ, თუმცა იმავე დღეს მაგ სპექტაკლში მიიღო ჯილდო მამაკაცის მთავარი როლისთვის. ისე ვუღრიალე ნიკოს, ისე ვეჩხუბე, რომ პირობა მომცა აღარ დავლევო. მის მერე მართლა არ დაულევია“ – იხსენებს რეჟისორი „ნიკოლოზის კითხვებთან“ ინტერვიუში.

ნიკო გომელაურისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის მეგობრობის ამბავი

ნიკო გომელაურისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის მეგობრობის ამბავი 🫶🏻 "ისე ვუღრიალე, რომ ამის შემდეგ სპექტაკლის დროს აღარ დაულევია"

Posted by ნიკოლოზის კითხვები on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g