დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.
როგორც ის გვიყვება, რამდენიმე წელი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
„პოპულარული მხატვარი დავით მაღრაძე არის ჩემი შვილის მამა. ჩემი ყოფილი მეუღლე. ანუ თუ ვინმეს ახსოვს ჩვენი ურთიერთობა, სიყვარულის და პატივისცემის ნიმუშად ჰქონდათ. არვიცი ოჯახი რატომ არ მაქვს. დემეტრე რომ დაიბადა ადამიანი ადგა და ოჯახიდან წავიდა. მას მერე თვალით არ მინახავს. დემეტრე მამას არ იცნობდა, ვიდრე თავად არ გახდა მამა. შემდეგ დაინტერესდა ერთხელ მაინც ენახა მამამისი. რამოდენიმე წელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა.
შეზღუდული მქონდა გადაადგილება, რამაც კუნთების ატროფია გამოიწვია. სარკეში რომ ვიყურებოდი ჩემს თავს გამარჯობას ვერ ვეუბნებოდი. საწოლიდან ფორთხვით გადმოვდიოდი და ვაიძულებდი თავს მემოძრავა. არ მინდოდა ამ ყველაფერს ჩემში სიბოროტე შემოეტანა. ვთხოვდი უფალს სიკეთე გულში გადამირჩეს მეთქი“, – ამბობს თათა ვარდანაშვილი.
