12 წლის ბიჭი, გიორგი ბექელაძე რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ესაუბრა.
გიორგიმ, რომლის ვიდეომ მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო და თავისი სიკეთით საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა ამბობს, რომ ყულაბის გახსნა მოხუცების დასახმარებლად გადაწყვიტა, რადგან გარდაცვლილი ბაბუის სახელზე სურდა სიკეთის გაკეთება სხვა მოხუცებისთვის.
„სიკეთე იმიტომ კი არ უნდა გააკეთო, რომ დაგიბრუნდეს, არამედ იმიტომ, რომ შენ იყო ბედნიერი და ისიც გააბედნიერო. მთავარია გულით დავეხმაროთ ერთმანეთს, მთავარია შენ იგრძნო მისი განცდები. სიკეთის ფასი არაფერია, ის იმიტომ უნდა აკეთო, რომ სხვა გაახარო და ამით შენ იყო ბედნიერი, სიკეთე უნდა გავრცელდეს და გაგრძელდეს ჯაჭვური რეაქცია…
ტელეფონი რომ მაჩუქეს უხერხულად ვიგრძენი თავი, არ ველოდებოდი, ცრემლები წამომივიდა. უხერხულად ვარ ამდენ საჩუქარს რომ მჩუქნიან, ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, დალოცვისთვის, მაგრამ მართლა ვისაც სჭირდება დახმარება, იმას გაუგზავნეთ ჩემი სახელით, ეგ იქნება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი…“- ამბობს 12 წლის გიორგი.
👴🏼❤️🎁 გარდაცვლილი ბაბუის სახელზე გაკეთებული სიკეთე👴🏼❤️🎁 გარდაცვლილი ბაბუის სახელზე გაკეთებული სიკეთე გაიცანით 12 წლის ბიჭი, რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, მისმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო. 👦🏻🌟 ,,სიკეთის ფასი არაფერია, ის იმიტომ უნდა აკეთო, რომ სხვა გაახარო და ამით შენ იყო ბედნიერი” 📝 #ელენე_მირიანაშვილი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 20 იანვარი, 2025