ანა ჯაფარიძე პარატაეკვანდოში პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. ანა ჯაფარიძე გუშინ დაბრუნდა საქართველოში და აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
როგორც ანამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ძალიან ბედნიერია, რომ საქართველოს სახელი საზღვრებს მიღმა გაიტანა და ყველას დაანახა, რომ საქართველო ძლიერია და სერიოზულ კონკურენტად უნდა აღიქვან.
„პარაოლიმპიური მედალი ისეთი დიდი მიღწევაა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ… თქვენით უნდა განიცადოთ, რომ მიხვდეთ, რამხელა ბედნიერებაა ის ფაქტი, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისოდ, საზღვრებს მიღმა გაიტანო და დაანახვო ხალხს, რომ საქართველოს ეს შეუძლია. როგორ იცით, პარატაეკვანდოში არავის ჰქონია ასეთი შედეგი და ამან ორმაგად გამახარა… დაინახა ხალხმა, რომ საქართველო ძალიან ძლიერია და უნდა აღგვიქვან, როგორც სერიოზული კონკურენტები საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ანა ჯაფარიძემ.