მალხაზ ქვრივიშვილი გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა.
მსახიობი გადაცემას მეუღლესთან, ხათუნა ფეიქრიშვილთან ერთად ეწვია.
მალხაზმა და ხათუნამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.
„გადაღებაზე შევხვდით და იქ გავიცანით ერთმანეთი. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემზე ბევრი იწერებოდა, ეპატაჟური ცხოვრებით ვიცხოვრე. დრო იყო, რომ ცოტა დავღვინებულიყავი.
ქალისა და კაცის ურთიერთობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს გრძნობა აუცილებელია.
სიყვარულის გარეშე ვერ იცხოვრებ. მე მაგალითად, ვერ ვცხოვრობ. ამ გრძნობამ ტკივილებიც მომაყენა და, რა თქმა უნდა, ალბათ მეც მივაყენე.
ყოველთვის ვუსვამდი თავს კითხვას, ეს ის არის? სანამ არ შეხვალ ურთიერთობაში, სანამ არ გაიცნობ, ვერ გაიგებ, დრო სჭირდება ამას.
და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვყოფილიყავით და ძალიან რთული იყო ამის გადაწყვეტა.
ხანდახან ვამბობთ, ხოლმე ნეტა ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, უფრო სხვანაირად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება…“ – თქვა მალხაზ ქვრივიშვილმა.
„ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული არ არსებობს, ვინც ფიქრობს, რომ დამთავრდა ყველაფერი მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი წინ აქვთ.
რომ არ ველოდი იმ ასაკში ვიპოვე ნამდვილი ბედნიერება, სიმშვიდე, კომფორტი,“- აღნიშნა ხათუნა ფეიქრიშვილმა.