LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სკოლიდან მირეკავენ, დირექტორმა დაგიბარათო. თურმე ამოუღია წიწაკის სპრეი, გაუსხია კლასში.. დამტუქსეს“ – სალომე შარვაძე და თიკა ჯამბურია შვილებთან ერთად სახალისო ისტორიებს იხსენებენ

559
Untitled design (1)

მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე და მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდნენ, სადაც შვილებთან ერთად სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

„დედაჩემმა 12 წლის ვიყავიკ, რომ მარტო გამიშვა იმხელა გზაზე.. დამოუკიდებლობა მასწავლა და ძალიან მაგარია. ნინასაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყველგან გავუშვა და ისწავლოს დამოუკიდებელი ცხოვრება. ახლახან დაიწყო მეგობრებთან ერთად მარტო სიარული და წიწაკის სპრეი ჩავუდე ჩანთაში.. მაინც ჰქონდეს.

ერთ დღეს სკოლიდან მირეკავენ, დირექტორმა დაგიბარათო. თურმე ამოუღია წიწაკის სპრეი, გაუსხია კლასში და ყველა ცუდად გახდა.. დამტუქსეს სკოლაში“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

მისი ქალიშვილის თქმით, „ყოველთვის აღნიშნავენ რომ პირიქით, თავად არის დედა და თიკა კი მისი შვილია“.

სალომე შარვაძემ და მისმა ქალიშვილმა გადაცემაში თქვეს, რომ „მეგობრობენ, თუმცა რაღაც ზღვარი მაინც აქვთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები