LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ტყიბულის მერია

598
ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.

უწყების ცნობით, მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები არ არიან

„დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი: 599273250 574228102”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტო სლაიდზე: Info imereti- ის ვიდეოდან.

⭕️live- რა ხდება ტყიბულში, სტიქიური უბედურების ზონაში – ჩართვა ადგილიდან

Posted by Info imereti on ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად …

Posted by ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g