“ბასტი-ბუბუს” მძიმე დღეები უდგას. ცნობილი საბავშვო სტუდია ვერ იხდის ქირის გადასახადს და მას ფართის გარეშე დარჩენა ემუქრება, გარდა ამისა, სტუდია ასევე ვერ იხდის დავალიანებას, რომელიც თვეების განმავლობაში დაუგროვდა. ვრცელდება პეტიცია, რომლითაც საზოგადოება ითხოვს, საბავშვო სტუდიას ფართი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იჯარით იკავებდა, უსასყიდლოდ გადაეცეს.
„ბასტი-ბუბუსთვის“ იმ ფართის გადაცემას ითხოვენ, რომელიც მრავალი წელია, უკავია
ამ თემაზე “ბასტი-ბუბუს” წარმომადგენლები მიიწვიეს “მთავარი არხის” ეთერში.
სოფო ბათილაშვილმა “ბასტი-ბუბუს” რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა, “ხელები”: შეასრულა, რის დროსაც ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ატირდა. მისთვის ეს განსაკუთრებით ემოციური მომენტია, რადგან მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი წლების განმავლობაში “ბასტი-ბუბუს” წამყვანი გახლდათ…