LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფო მიგერიებდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, ბოლომდე ვიბრძოლე… ყველას უხარია შეყვარებულობის პერიოდი, მე კი იმდენად ვიტანჯე, რომ არ მიხარია მაგ დროის გახსენება“: სოფო ბედიას და მიშა მესხის სიყვარულის ისტორია – რა გაიხსენა წყვილმა „იმედის“ ეთერში

451
მიშა მესხი სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია და მისი მეუღლე მიშა მესხი გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმრები იყვნენ.

ცნობილმა წყვილმა გადაცემაში გაცნობის ისტორია გაიხსენა.

მიშა მესხი ამბობს, რომ ბევრი მცდელობა ჰქონდა, როგორმე თავი მოეწონებინა მომავალი მეუღლისთვის:

სოფო ბედია: „შეუმდგარ და ბოღმა, ბოროტ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევთ!.. მადლობა მათ ვინც შეგვიცნო ნამდვილები, როგორებიც შეფუთვის გარეშე ვართ!..“

„სოფო პირველი დანახვისთანავე მომეწონა, ყველანაირად ვაქტიურობდი, ვცდილობდი, რომ რომანტიკოსი ვყოფილიყავი, სიურპრიზები გამეკეთებინა, თავი მომეწონებინა.

სხვათა შორის მიგერიებდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, ბოლომდე ვიბრძოლე.

ყველას უხარია შეყვარებულობის პერიოდი, მე კი იმდენად ვიტანჯე, რომ არ მიხარია მაგ დროის გახსენება“, – თქვა მიშა მესხმა.

წყვილი ამბობს, რომ მათი ქორწინებიდან 10 წელი გავიდა:

„ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი გავიდა, ცნობილი ადამიანების 10 წელი 20 წელს უდრის, ავი თვალი, იქ კომენტარები, წინაღობა“, – ამბობს მესხი.

მომღერალი, სოფო ბედია კი იხსენებს, რომ მომავალი მეუღლის იუმორით მოიხიბლა:

„თავისი სითბოთი, ყურადღებით იუმორით გამოირჩეოდა, მასთან ვერ მოიწყენ.

თავიდან მისი ადამიანური ღირებულებებით, იუმორით მოვიხიბლე, კონტაქტი მსურდა, მაგრამ არა როგორც ქალვაჟური, არამედ როგორც მეგობრული, ვიმეგობროთთქო თავიდან ასეთი პირობა წავუყენე.

შემდეგ კი იმდენად იცის მიშამ ქალს როგორ უნდა მოექცეს, ჩემი გული მალევე დაიპყრო“, – იხსენებს სოფო ბედია.

🏹❤️ სიყვარულის ამბავი “სხვა რაკურსში"❤️🏹 • სოფო ბედია – მომღერალი • მიშა მესხი – პოლიტიკოსი

🏹❤️ სიყვარულის ამბავი “სხვა რაკურსში"❤️🏹 • გადაცემაში სტუმრად სოფო ბედია – მომღერალი მიშა მესხი – პოლიტიკოსი • #სხვარაკურსი #აქიმედია #დარჩიიმედზე #იმედიგვაერთიანებს

Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g