ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის, „სხვა რაკურსის“ გასული ეპიზოდი მუსიკალური ნომრებით დატვირთული იყო.
გადაცემაში მიწვეულმა მომღერლებმა მსმენელისთვის საყვარელი, კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მომღერალი მარიამ შენგელიაც, რომელიც სცენაზე ბრწყინავდა. მან შეასრულა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ირინოლა“, რომლის მუსიკის ავტორიც მამუკა ჩარკვიანია.
მარიამ შენგელიას სიმღერას, რომლის ვიდეოც „სხვა რაკურსის“ ფეისბუკის გვერდზეა განთავსებული, უამრავი დადებითი შეფასება აქვს:
„სულ ყველაზე ლამაზი, მართლაც შენი თვალის ფერია“, „რა სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს“, „საოცარი შესრულება“, „მშვენიერი ხმა, სიმღერის თანდაყოლილი კულტურა“, – წერენ კომენტარებში.
🎵 მარიამ შენგელია – "ირინოლა"🎵 მარიამ შენგელია – "ირინოლა" • 🥟🧂 "ხინკლაობა" და ბედის პოვნა "სხვა რაკურსში"🥟🧂 • #სხვარაკურსი #აქიმედია #დარჩიიმედზე #იმედიგვაერთიანებს
Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on სამშაბათი, 26 მარტი, 2024
„მოფერება მინდა“ – მარიამ შენგელიას და ნუცა თოფურიას საოცარი შესრულება