თამუნა ამონაშვილი თავის მოვლის თემაზე „დღის პოსტს“ ესაუბრება და ამბობს, რომ 15 წლიდან ვარჯიშობს.
თამუნა ამონაშვილი:
„ვარჯიში არის დიდი და კარგი რამე. ვვარჯიშობ სადღაც 15 წლიდან. ჩემ გარშემო მეგობრები სულ დამცინოდნენ, ირონიით მიყურებდნენ, ვაიმე, არ დაიღალე, რას ვარჯიშობ ამდენსო. მიმაჩნია, რომ არ მევარჯიშა, ეფექტურობა არ იქნებოდა… რაც უნდა ბევრი ტკბილი ვჭამო, ალბათ, ვერ მოვიმატებ. ჩემი ორგანიზმი უკვე ჩამოყალიბებულია, ორგანიზმი იმახსოვრებს შენი ერთი ხელის გაქნევასაც კი… რადგან ბავშვობიდან ვვარჯიშობ და დღემდე ასე ვაგრძელებ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა…
რაც შეეხება ჩემს სტილს, ადრე ნაკლებად იყო უცხოური ტანსაცმელი შემოსული. კლიპს რომ აკეთებ, უნდა გეცვას განსხვავებულად, იმ კლიპისა და თემისთვის შესაბამისი ტანსაცმელი. ჩვენ გვიწევდა დიზაინერების მოწვევა. ვკერავდით, ექვსი თვე ვემზადებოდით და სამ დღეში ვიღებდით ვიდეორგოლებს. რაც მაცვია, ეს ჩემი შეკერილია. არავის უსწავლებია კერვა, მე თვითონ ვისწავლე, რადგან ძალიან მჭირდებოდა. ძალიან მიყვარს ქსოვა. ჩემს ბევრ ახლო მეგობრებს ვუქსოვ რაღაცებს. წლები რომ გავიდა, გადავედი სახლების დიზაინზე…“