LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თიკა ჯამბურია: „ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილში, ვერ გააანალიზეს ეს, როგორ შეიძლებოდაო… ერთი წამითაც კი არ მახსოვს, რა მატკინა და რა მაწყენინა… ძალიან კარგი მეგობრები ვართ“

554
თიკა ჯამბურია

რეჟისორმა, მსახიობმა და მუსიკოსმა თევდორე (თედო) გოგოლაძემ თავის პოდკასტში მომღერალ თიკა ჯამბურიას უმასპინძლა.

თიკამ პირადი ცხოვრების დეტალებიც გაამხილა და ყოფილ მეუღლეზე, ბიზნესმენ ბექა ხოფერიაზე ილაპარაკა.

„მოხდა ის, რომ მთელი ბავშვობა შეყვარებული ვიყავი, ერთი შეყვარებული მყავდა. მეგონა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით, სხვა არაფერი არ მინდოდა. ეს სიყვარულიც დაინგრა… მერე ბავშვი გავაჩინე, ძალიან გავსუქდი… ძალიან საწყალი პერიოდი მახსენდება… არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ჩემი თავი ახლაც მეცოდება. 18 წლის ვიყავი… ვინ არის მზად ამისთვის? ამხელა დარტყმებისთვის? არავინ… არ მიყვარს კითხვა, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? არაფერს. ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდი მიყვარს, არ შევცვლიდი არც ერთ წამს, არც ერთ ტკივილს, არც ერთ ტირილს… ამ პატარა დეტალებისგან შედგება ცხოვრება… ადამიანის ცხოვრება რა არის? რომ მაქსიმალურად ეცადო, შენი ცხოვრება იყოს საინტერესო და არაერთფეროვანი…

ახლა ზაფხულში ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილში. ვერ გაანალიზა ქართველმა ხალხმა, როგორ შეიძლება, როცა ასე გული გატკინა და გაწყენინაო. ერთი წამითაც კი არ მახსოვს, რა მატკინა და რა მაწყენინა. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. გვყავს შვილი, რომელსაც ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს. რატომ მოსწონთ ის, რომ ყოფილი უნდა იყოს აუცილებლად მტერი… წარსულს თუ არ გაუშვებთ და თუ არ დაუწყებთ ლაღად ცხოვრებას, ისევ იმ წარსულში იცხოვრებთ, ვერასდროს ბედნიერები იქნებით..

თიკა ჯამბურიას ყოფილმა მეუღლემ ბექა ხოფერიამ მანქანა აჩუქა

ვიდეო: „ალბათ, მეც მალე გავთხოვდები და ჩემს ქორწილშიც იხილავთ ბექას და სოფოს…“ – თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის ქორწილთან დაკავშირებით ალაპარაკდა

ვიდეო: „ვაგრძელებთ იტალიურ ზღაპარში მოგზაურობას“ – როგორ ერთობოდნენ სტუმრები ბექა ხოფერიას და მისი რჩეულის იტალიურ ქორწილში

ვიდეო: ულამაზესი თიკა ჯამბურია ბექა ხოფერიას ქორწილში სიმღერას ასრულებს – მომღერალი ესპანურ მელოდიაზეც აცეკვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g