„ჩვენი ახალი პროექტი „თიკას და ირინას ბენდი“ „რუსთავი 2“-ის დილაში“ – წერს თიკა ჯამბურია და გვიზიარებს როგორც გადაცემის გადაღებებზე გადაღებულ ფოტოებს, ასევ ვიდეოს, სადაც ის ირინა ბაირამაშვილთან ერთად კომპოზიციას „სიმღერა მოგონებად დარჩება“ ასრულებს.
თიკას და ირინას ბენდი, როგორც ჩანს, კიდევ ბევრ ტელეგადაცემაში გამოჩნდება ახალი სიმღერებით, რომლებიც მომღერლებმა ბენდთან ერთად გააკეთეს.