LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ თინეიჯერში სიჯიუტეს მოკლავ, მიზანდასახულობასაც მიაყოლებ“ – სანდრო ჯეჯელავა

140
სანდრო ჯეჯელავა

განათლების ყოფილი მინისტრი, Flowmaster-ის დამფუძნებელი სანდრო ჯეჯელავა „პირველი არხის“ ეთერში მოზრდილ ასაკში სიჯიუტის ცნებაზე საუბრობს.

როგორც სანდრო ჯეჯელავა აღნიშნავს, სიჯიუტე იგივე მიზანდასახულობაა და „თუ თინეიჯერში სიჯიუტეს მოკლავ, მას მიზანდასახულობასაც მიაყოლებ“.

„ყველა თინეიჯერის მშობელს აქვს ეს სიტუაცია – ყველა თინეიჯერი არის ჯიუტი, ჯიუტის მეორე სახელია მიზანდასახული.

თუ სიჯიუტეს მოკლავ, მიზანდასახულობასაც მიაყოლებ და შემდეგ ეს იქნება მოტეხილი საჭე – ბორბლები ტრიალებს და საითაც წაიყვანენ, იქით წავა, შემდეგ უბედური იქნება…

პატივი ეცით სიჯიუტეს სხვა ადამიანშიც და საკუთარ თავშიც, ეს არის მიზანდასახულობა და აქამდე სწორედ მაგან მოგიყვანათ, ანუ რამაც დაგღუპა შენი ცხოვრების ერთ ასპექტში, აგაშენა მეორე ასპექტში“, – აღნიშნავს სანდრო ჯეჯელავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g