LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა, ვიღაც მაშაყირებდა” – რატომ უხდის დათო ევგენიძე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას

1448
ფორტუნა - 2023-10-22T003201.277

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და,12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და რო­გორც ქი­რურ­გმა აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ევ­გე­ნი­ძე სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

რო­გორც ამ­ბობს, ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მათ შო­რის ფი­ნან­სე­ბი, რაც მუ­სი­კო­სის თქმით, პრე­მი­ერ­მა მო­აგ­ვა­რა. მან “იმე­დის” ეთერ­ში თქვა, რომ ოპე­რა­ცი­ის­თვის პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

“ყვე­ლა­ფე­რი სა­ჩუ­ქა­რია, მათ შო­რის გან­საც­დე­ლით, გი­ორ­გი რომ არა, არც წა­ვი­დო­დი თურ­ქეთ­ში, არც ვა­პი­რებ­დი გა­და­ნერგვას. ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბით ხდე­ბო­და. არც ფული არ მქონ­და. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც პი­რა­დად და­მა­ფი­ნან­სა. სა­ხელ­მწი­ფომ კი არა, პი­რა­დად, არც მი­თხო­ვია. შემ­თხვე­ვით გა­უ­გია და თვი­თონ და­მი­რე­კა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ვი­ღაც მა­შა­ყი­რებ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა..

17 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მოხ­და. პირ­ვე­ლი გი­ორ­გი ვთქვი და მა­საც დათო უთ­ქვამს. ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის ფო­ტო­ებს ვი­თხოვ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით” – აღ­ნიშ­ნა ევ­გე­ნი­ძემ.

„იმიტომ რომ ამ დღეს გაჩნდა, ოქროს ბიჭი მახარა” – დათო ევგენიძე გიორგი მახარაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g