LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტებზე. ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო… ანდრია აღელდა“ – რა დათმეს ურთიერთობისთვის მაიკომ და ანდრიამ

1715
BeFunky-collage - 2023-06-27T000234.602

ცოლ-ქმარი ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმრები არიან, სადაც საუბრობენ, რა დათმობებზე წავიდნენ ურთიერთობისთვის.

„უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტებზე. ანდრიას იმდროინდელი ხასიათის გამო. იყო ერთ-ერთი ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო დონის ხუთეულში შედიოდა. სპექტაკლში მნახა და მითხრა, რომ სურდა მთავარ როლში ვყოფილიყავი. შემდეგ გვქონდა გასაუბრება, კასტინგები გავიარე და რაღაც ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ინტიმური არც არაფერი იყო.

ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და ანდრიაც აღელდა, სხვანაირად იყო განწყობილი. ინერვიულა და იმდენად განიცადა, რომ რეჟისორს უარი ვუთხარი. პირდაპირ არ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ეს მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა”, – საუბრობს მაიკო ვაწაძე.

ანდრია აღნიშნავს, რომ თავის დროზე მაიკოსთვის ამ ფილმში მონაწილეობაზე თანხმობა უნდა ეთქვა.

„ძალიან ემოციური ადამიანი ვიყავი. ეგ კი არა, დედაჩემის „კარმენს” ვერ ვუყურებდი ხოლმე ხანდახან. მაშინ ამ სფეროში არ ვიყავი ჯერ ჩართული და შესაბამისად არ ვიცოდი. მგონია, რომ მაშინ მაიკოს იმ ფილმზე უარი არ უნდა ეთქვა, თუმცა გამოვიდა და დიდი რეზონანსიც არ მოჰყოლია”, – ამბობს ანდრია გველესიანი.

ვიდეო: „გაჩერდა დრო” – ანდრია გველესიანმა და მარიამ შენგელიამ 70-იანი წლების ჰიტი გააცოცხლეს

ანდრია გველესიანი: „გაზაფხული ყველა ხელოვანი ადამიანისთვის ახლის შექმნის მოტივაციაა და რაღაცნაირად ღვივდება სიყვარული…“

ვიდეო: ანდრია გველესიანი ლიმონას როლში და მის მიერ წაკითხული „ტანო ტატანო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g