სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი პატრიარქ ილია მეორის სამების საკათედრო ტაძარში უკანასკნელი ვიზიტის ვიდეოს ავრცელებს.
„უკანასკნელად უწმიდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა.
ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს… ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ -სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.
სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე
