3 მარტს, რუსთაველის თეატრში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა. შემოქმედებითი საღამო, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა, ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
ემოციური იყო მომღერლის დუეტი დასთან, მაგდა ჯოხაძესთან, და-ძმამ კიდევ ერთხელ შეასრულა ვაჟა აზარაშვილის უკვდავი კომპოზიცია „გზები, გზები“.
აღნიშნული შესრულების ვიდეოს ფრაგმენტს მაგდა ჯოხაძის შვილი, გიორგი ხარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საოცარი შესრულებაა“, „საუკეთესო და-ძმა“, უნიჭიერესები ხართ“, „მაგდა, დედოფალი ხარ! ყველა დროის ულამაზესი ქალბატონი“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
